სტამბულში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
29-06-2016, 09:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ სტამბულში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, მგზავრთა პირველი ნაკადი სტამბულიდან თბილისის მიმართულებით ათათურქის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის დროით 18.10 საათზე გამოფრინდება. 

 

 

ამასთან საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბულში საქართველოს იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც ინდივიდუალური გზებით ათათურქის აეროპორტიდან საქართველოში გამომგზავრებას გეგმავენ, აეროპორტში არსებული დიდი რიგების გათვალისწინებით დადგენილ დროზე რამდენიმე საათით ადრე გამოცხადდნენ.

 

 

„თბილისის მიმართულებით მგზავრების გადაყვანას  ავიაკომპანია Turkish Airlines და ავიაკომპანია Atlasglobal-ი ახორციელებს, მათ შორის ავიაკომპანია Atlasglobal-ი მგზავრთა რაოდენობის ერთიანად გადმოყვანის მიზნით, შესაბამის სამსახურებთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

 

 

იმ შემთხვევაში თუ კომპანია Atlasglobal-ი ვერ მოახერხებს ყველა მგზავრის თბილისში დღეს დაბრუნებას, მათ ავიაკომპანიის ხარჯით დააბინავებენ სასტუმროში და  უახლოესი რეისით გამოამგზავრებენ.

 

 

სტამბულში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უკვე უზრუნველყო საქართველოს იმ მოქალაქეების გადაყვანა აეროპორტში, ვინც დახმარებისთვის მიმართა საკონსულოს.

 

 

დღესვე თბილისის მიმართულებით განხორციელდება კიდევ ორი რეისი თურქეთის დროით 21.10 საათზე და 01:40 საათზე.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე სტამბულში საქართველოს გენერალურ საკონსულოს - (+90 541) 818 44 00, საქართველოს საელჩოს  ანკარაში - (+90 312) 690-30-40), ასვე საქართველოს გენერალურ საკონსულოს ტრაბზონში  - (+90 541) 326-22-26.

 

 

სტამბულში ისევე როგორც თურქეთის მთელ ტერიტორიაზე, უსაფრთხოების დონე უმაღლეს დონეზეა აყვანილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან თავი შეიკავონ“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

 

 

ბოლო მონაცემებით, სტამბულში, ათათურქის სახელობის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ტერაქტს 41 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილების რაოდენობა კი 230-ს აჭარბებს.  სტამბულის გუბერნატორის, ვასიპ შაჰინის ცნობით, დაღუპულთა შორის 13 უცხოელი ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია, მათ შორის, დადასტურებული ინფორმაციით, ერთი უკრაინის და ერთიც ირანის მოქალაქეა.

 

 

ათათურქის სახელობის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში სამშაბათ საღამოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 9:50 საათზე, სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ ცეცხლი გახსნა და შემდეგ თავი აიფეთქა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი