ბრატისლავაში Brexit–თან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა 16 სექტემბერს გაიმართება
29-06-2016, 10:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, ბრატისლავაში Brexit–თან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის გამოკლებით, ევროკავშირის ლიდერების მორიგი შეხვედრა გაიმართება.

 

 

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერთა სამიტის შემდეგ განაცხადა.

 

 

„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ევროკავშირის მომავლის თაობაზე და მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით, ერთმანეთს 16 სექტემბერს ბრატისლავაში შეხვდებით“, - განაცხადა ტუსკმა.

 

 

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი მე–2 დღეა მიმდინარეობს. ორგანიზაციის ლიდერები დიდ ბრიტანეთს აფრთხილებენ, რომ მას, როგორც გამონაკლისს, ერთიან ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა არ ექნება.

 

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან–კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ის ქვეყანა, „გამონაკლისების გარეშე“, ვინც კი ევროკავშირის ბაზარზე შესვლას ელოდება, კრიტერიუმების ერთგული უნდა დარჩეს. 

 

 

ანგელა მერკელის თქმით კი დიდ ბრიტანეთთან განხილვები მანამ არ გაიმართება, სანამ ბრიტანეთის მთავრობა ლისაბონის ხელშეკრულების 50–ე მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არ დაიწყებს.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი