გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი გამოავლინეს.
თურქეთის, ბელიზისა და ლიბერიის დროშებით მცურავმა გემებმა ფოთის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარეს.
სამივე გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით. მათვე მოუწიათ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომლის საერთო მოცულობა 10 000 ლარს აღწევს.
სამართალდამრღვევმა გემებმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დაკისრებული ჯარიმის და ზიანის ოდენობის გადახდის შემდეგ დატოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.