მთავრობის სარეზერვო ფონდი 2015 წლისთვის 20-მილიონით იზრდება და 70-მილიონ ლარს შეადგენს. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა კი უცვლელი რჩება და იგი მომავალ წელსაც 5-მილიონი ლარი იქნება.
მთავრობის სარეზერვო ფონდი მიმდინარე წელს 50-მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. პარლამენტში წარდგენილი საბიუჯეტი პროექტის მიხედვით კი, მისი მოცულობა 70-მილიონით დაიგეგმა.
საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მოცულობა, ერთად აღებული, წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.