შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებისთვის ხმის მიცემა წარმოშობს „გრძელვადიან წუხილს გლობალური ზრდის შესახებ“.
მან თქვა, რომ Brexit -ი გაყინავს „ინვესტიციების შესაძლებლობას დიდ ბრიტანეთში და მთლიანად ევროპაში“.
მან მიმართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს და ევროკავშირის სხვა ლიდერებს, დისციპლინირებულად წარმართონ დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცესი.
უფრო ადრე ევროკავშირის ლიდერებმა, რომლებიც ბრიუსელში ოთხშაბათს, სამიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის გარეშე განაგრძობდნენ შეხვედრებს - პირველად 40 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში - გააფრთხილეს დიდი ბრიტანეთი, რომ მან პატივი უნდა სცეს ხალხის თავისუფალი მოძრაობის პრინციპს, თუკი მას სურს რომ შეინარჩუნოს ევროპის ერთიან ბაზარზე წვდომა.
ობამა ოტავაში კანადისა და მექსიკის ლიდერებთან ერთად სამიტში მონაწილეობს და ზემოთ აღნიშნულ თემებზე იქ ისაუბრა. მისი მიზანია განამტკიცოს ეკონომიკური კავშირები ჩრდილო ამერიკის ქვეყნებს შორის.
მან განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკების და ფინანსთა მინისტრების მზადებები აჩვენებს, რომ „მოკლევადიან პერიოდში გლობალური ეკონომიკა მძლავრად გაჩერდება“. მაგრამ მან დაამატა:
„მე ვფიქრობ, რომ არსებობს გულწრფელი გრძელვადიანი წუხილები გლობალური ზრდის შესახებ თუ Brexit -ი ფაქტობრივად განხორციელდება და ეს ყინავს ინვესტირებას დიდ ბრიტანეთში თუ მთლიანად ევროპაში.
„იმ დროს როცა გლობალური ზრდის მაჩვენებლები უკვე სუსტია, ეს არ წაადგება საქმეს,“ განაცხადა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.