პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ჩატარებული შიდა სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნების“ რეიტინი 35%-ს შეადგენს, „ნაციონალური მოძრაობის“ კი 13%-ს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ განაცხადა. მისივე თქმით, მკვეთრად გაიზარდა და გამყარდა „ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერის გიორგი კვირიკაშვილის რეიტინგი და "42% თუ არის კვირიკაშვილის, 21%-ზე მეტია ბაქრაძის“.
„სიტუაცია არის ასეთი, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ჩატარებული კვლევის შედეგებით „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ რეიტინგთან ასეთ ურთიერთობაში იყო: „ქართული ოცნების“ იყო 30%-მდე და „ნაციონალური მოძრაობის“ 15%-მდე. ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ არის 13%-მდე, ქართული ოცნება - 35%. ასეთი სხვაობაა, ეს არის რეალობა. ამას სხვადასხვა გვერდითი მონაცემებიც ადასტურებს. მაგალითად, მკვეთრად გაიზარდა და გამყარდა „ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერის გიორგი კვირიკაშვილის რეიტინგი, ბევრი მონაცემის გამო. ბაქრაძისა და კვირიკაშვილის რეიტინგებს შორის ორმაგი სხვაობაა. 42% თუ არის კვირიკაშვილის, 21%-ზე მეტია ბაქრაძის“, - განაცხადა ბიგვავამ.
შიდა კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 65% აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.