საჭიროა კიდევ მეტი ძალისხმევა უსაფრთხოების კუთხით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და არა მხოლოდ მათთან თანამშრომლობისთვის, - განაცახადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმამთავრობის სხდომაზე სტამბულის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 28 ივნისს მომხდარ ტერორისტულ აქტზე საუბრისას.
მან მთავრობის სხდომა თურქი ხალხისთვის სამძიმრის გამოცხადებით გახსნა.
„საშინელება მოხდა. მე მგონია, რომ კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო უსაფრთხოების კუთხით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და არა მხოლოდ მათთან თანამშრომლობისთვის. ალბათ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური კონტროლი იყოს, რათა ასეთი რაღაცები არ მოხდეს. მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა გულწრფელი სამძიმარი ამ უბედური შემთხვევის გამო. ტერორისტული აქტი მართლაც საშინელებაა. ყველანი შეძრწუნებულები ვართ“, - განაცახდა პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, რომ ტერორიზმს არც ეროვნება გააჩნია და არც რელიგია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.