გიორგი კვირიკაშვილი: ოთარ დანელიას ვთხოვ, დროულად გაირკვეს, რატომ არ მივიდა საგარეჯოში მევენახეების მიერ გასულ წელს ჩაბარებული ყურძნის ფული ადრესატებამდე
30-06-2016, 01:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტებს გამოეხმაურა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დაავალა, დროულად გაირკვეს საკითხი, თუ რატომ არ მივიდა მევენახეების მიერ გასულ წელს ჩაბარებული ყურძნის ფული ადრესატებამდე.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა მომხდარს ამაზრზენი ფაქტი უწოდა და საკითხის სწრაფად გამოძიება მოითხოვა.

 

 

„ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოში შარშანდელი ჩანაბარები ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა და თანხა არ არის მისული მევენახემდე. მინდა, სოფლის მეურნეობის მინისტრს ვთხოვო, ეს საკითხი მაქსიმალურად მოიკვლიოთ და თუ საჭირო იქნება ჩავრთოთ შესაბამისი უწყებები. ის, რომ სახელმწიფო საკმაოდ დეფიციტური რესურსის გამონახვას ახერხებს, დავასუბსიდიროთ ყურძნის ჩაბარება, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ვიღაცამ ბოროტად ისარგებლოს ამით. გთხოვთ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიოთ ეს საკითხი და თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ჩართულობა არის განხილვადი,“ - განაცხადა პრემიერმა.

 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ინფორმაციით, დაზარალებულია სხვადასხვა სოფლის მცხოვრები 50-ზე მეტი მევენახე.

 

 

„50-ზე მეტ მევენახეზეა საუბარი რამდენიმე სოფლიდან, 200 000 ლარზე მეტ თანხას ეხება საქმე. საბოლოო ჯამში იყო გამოძიება, არ გააჩნიათ ის აქტივები იმ კომპანიას, რომელიც დააკმაყოფილებს დაზარალებულ ადამიანებს. თქვენს დავალებას მივიღებთ და ვეცდებით გამოსავალი ვიპოვოთ ისე, რომ მინიმალური იყოს ის ზარალი, რაზეც დღეს არის საუბარი,“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი