თბილისს, მიმდინარე წლის 6 ივლისს, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ოფიციალურ ვიზიტად ეწვევა.
როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, არჩილ გეგეშიძემ დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან განაცხადა, ასეთი ვიზიტი ყოველთვის მოიცავს განსახილველი საკითხების ფართო წრეს და განხილული იქნება, როგორც თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება.
თბილისში ვიზიტის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს და ასევე პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომას უხელმძღვანელებს.
„ამდაგვარი ვიზიტი მოიცავს ძალიან ფართო წრეს საკითხებისა, რომელიც შეეხება თანამშრომლობას, როგოც თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, ასევე ეკონომიკური მიმართულებითაც ნაბიჯების გადადგმას“,- განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.