დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი და ლონდონის ყოფილი მერი ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერობისა და პრემიერ მინისტრობისთვის იბძროლებენ. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.
ისინი თავიანთ კანდიდატურებს დაასახელებენ და გაარკვევენ თუ რა მხარდაჭერით სარგებლობენ და რისი შემძლენი იქნებიან პარტიის გასაერთიანებლად მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა 23 ივნისის ისტორიულ რეფერენდუმზე ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა.
მათ გარდა ტორების ლიდერობისთვის ყოფილი მინისტრი ლაიემ ფოქსი და შრომისა და პენსიონერების მინისტრი სტივენ კრაბიც იბრძოლებენ. დევიდ ქამერონის შემცვლელის ვინაობა 9 სექტემბერს უნდა გახდეს ცნობილი.
დევიდ ქამერონმა, რომელიც 10 წელიწადზე მეტია რაც კონსერვატიული პარტიის ლიდერია, ხოლო 2010 წლის მაისიდან ქვეყნის პრემიერ მინისტრის პოსტს იკავებს, რეფერენდუმის შემდეგ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც იგი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის კამპანიას ეწეოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.