2011 წლიდან ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს, - აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
"თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (თბილისის აეროპორტი) თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით გასვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ 18.05.2011 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული ტატიანა პ. დააკავეს.
ტატიანა პ.-ს ბრალი ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს.
ამ დროისთვის ტატიანა პ.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს" - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.