საქართველოს დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის ხელმძღვანელობით ეწვევა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გამართავს შეხვედრებს.
დელეგაცია ასევე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
დელეგაციის შემადგენლობაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოადგილე გრეტა ფაჯიანი, პრეზიდენტის მრჩეველი ესპანეთის პარლამენტიდან ხორხე მასტრე და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე არიან.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოდან 2 ივლისს გაემგზავრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.