თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა
30-06-2016, 03:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტამბულში, ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგებისა და თურქი ხალხისადმი სამძიმრის ნიშნად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა.

 

 

ბოლო მონაცემებით, აფეთქებების შედეგად, 42 ადამიანი დაიღუპა, დაშავებული კი 239 ადამიანია.

 

 

ათათურქის აეროპორტში სამშაბათ საღამოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 9:50 საათზე, სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ ცეცხლი გახსნა და შემდეგ თავი აიფეთქა.

 

 

ერთ–ერთმა თავდამსხმელმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან, "კალაშნიკოვიდან" გამგზავრების დარბაზში გახსნა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა დანარჩენმა ორმაც განახორციელა, რის შემდეგაც სამივე თავდამსმხმელმა თავი აიფეთქა.

 

 

თურქეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ეს თავდასხმა სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს" მიერ არის განხორციელებული.

 

 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი