საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი "კულტურის სტრატეგია 2025" დაამტკიცა.
როგორც კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, პირველად საქართველოს ისტორიაში შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს კულტურის სხვადასხვა დარგის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრას.
"მინდა მოგილოცოთ, გადაუჭარბებლად ისტორიული ფაქტი მოხდა, რადგან მთავრობამ პირველად დაამტკიცა გრძელვადიანი კულტურის სტრატეგია",- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
მისივე თქმით, სტრატეგიის დოკუმენტის გარდა, დამტკიცდება 3-წლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად გაიწერება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი კონკრეტული აქტივობები.
"კულტურის სტრატეგია 2025", გარდა კულტურის ტრადიციული მიმართულებებისა, ორიენტირებულია შემოქმედებითი ინდუსტრიების, მათ შორის, შემოქმედებითი "სტარტაპების" განვითარების ხელშეწყობაზე.
კულტურის სტრატეგიის შემუშავება 2014 წლიდან, გზამკვლევის შემუშავებით დაიწყო. კულტურის სამინისტროს ცნობით, სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებას მონიტორინგს საზოგადოება გაუწევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.