საქართველო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს. ეს არის ეუთო-ს ღონისძიება. ამ თვალსაზრისით ჩვენ ახლა ეუთო-ს ტერიტორიაზე ვიმყოფებით, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
"ეუთოს შევპირდით, რომ ასამბლეის მონაწილე დელეგატებს საქართველოში არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, ვიდრე ისინი ეუთო-ს ღონისძიებებში მონაწილეობენ. ეს ეხება რუსეთის დელეგაციასაც, ესპანეთის დელეგაციასაც, აშშ-ს დელეგაციასაც და საერთოდ ყველას. თუკი ვინმეს კანონი აქვს დარღვეული, სამართალდამცავი ორგანოები კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებენ, მაგრამ ამავე დროს აქ მუშაობის პროცესში ხელი არავის შეეშლება. ”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი მოქმედებს და ის მოქმედებს ყველა დღეს და ყველა წუთს. ამასობაში ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ღონისძიებებში მონაწილეობის პროცესში ხელი არავის შეეშალოს. საერთაშორისო ვალდებულებები არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი შიდა კანონმდებლობა“, - აცხადებს უსუფაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს სთხოვა, საქართველოში რუსეთის დელეგაციის შემოსვლის საკითხზე კითხვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ასამბლეის ვიცე-თავმჯდომარეს გიგი წერეთელსაც დაუსვან. უსუფაშვილის განმარტებით, წერეთელმა მასთან ერთად მისცა პირობა ეუთო-ს იმისა, რომ საქართველოში ყველა ქვეყნის დელეგაცია ეუთო-ს ღონისძიებებში შეუფერხებლად იმუშავებს.
„ამიტომ ჩვენ ამ თემის გარშემო აჟიოტაჟი არ გვჭირდება. გვჭირდება იმ საკითხებზე სერიოზული ყურადღების გამოჩენა, რაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ არის მისაღები. ამასთან, მზად ვართ ქვეყანას ნებისმიერი პროვოკაცია ავაცილოთ, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან უნდა ვიყოთ პირნათელი და ვერ ვიქნებით პირნათელი, თუკი მათ ხელს შევუშლით ნორმალურად ფუნქციონირებაში, მათ შორის საქართველოში. ამით ჩვენ წავაგებთ. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედად ვართ, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნაწილში და რუსულ ოკუპაციასთან გამკლავებაში, ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ იმ წესებისა და სტანდარტების დაცვით, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა ითვალისწინებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.