კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, რეალისტური შედეგები, რომელიც არ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, არის თავად არჩევნები.
აღნიშნულით გიორგაძე ბოლო პერიოდში პარტიულ რეიტინგებზე გამოქვეყნებულ სოციოლოგიურ კვლევებს გამოეხმაურა.
მინისტრის თქმით, სწორედ არჩევნების დროს დადგინდება ვის ანიჭებს უპირატესობას მოსახლეობა.
„ბუნებრივია, რომ კვლევის ჩამტარებელი საკუთარ კვლევას ენდობა, მაგრამ მთავარია, ვის მიანიჭებს მოსახლეობა პრიორიტეტს არჩევნების დროს'“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შიდა სოციოლოგიური კვლევების თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 35%-ს შეადგენს, „ნაციონალური მოძრაობის“ კი - 13%-მდეა. „რუსთავი 2“-ის დაკვეთით, გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევით კი, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმას გამოკითხულთა 22,4%, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 21,7 % მისცემდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.