სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ცნობილია, რომ თავდასხმის ობიექტი ავტობუსი გახდა, რომელშიც პოლიციის აკადემიის კურსანტები იმყოფებოდნენ.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია 2 აფეთქების შესახებ, აქედან ერთ-ერთი თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, რომელმაც დანაღმული ავტომობილი ააფეთქა.
ადგილობრივი პრესის ცნობით, პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ექსტრემისტულმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.