"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს'' აღმასრულებელ მდივნად შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ჯანყარაშვილი აირჩიეს - აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო. აღნიშნულ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი, ჯანყარაშვილის კანდიდატურა იყო წარდგენილი.
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე საკითხები, ასევე ის კანონპროექტები, რომელსაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო უახლოეს პერიოდში განიხილავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.