თუკი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა პრეზიდენტად გიგი წერეთელს აირჩევს, ეს არც ძალიან ცუდი იქნება და არც ძალიან კარგი - ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი.
მისი თქმით, ”სირცხვილია, საერთაშორისო არენაზე შიდა კინკლაობები, ბრწკენები და მომწონს - არ მომწონს”.
”ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ყოველ წელს ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. დღევანდელი მდგომარეობით თავმჯდომარეა ილკა კანერვა. მას ჰყავს ვიცე თავმჯდომარეები. რამდენიმე წელია, რაც გიგი წერეთელი ამ ორგანიზაციის ვიცე თავმჯდომარეა. სრულიად ბუნებრივია აჟიოტაჟი, რაც ამ თემამ საქართველოში გამოიწვია. მინდა ყველას შევახსენო, რომ აღნიშნული საკითხი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში 57 ქვეყნის დელეგაციის მიერ წყდება და არა საქართველოს დელეგაციის მიერ. 500 ხმაში საქართველოს აქვს სამი ხმა. ასე რომ, რაც არ უნდა გულში მჯიღი ვიცეთ, რომ ვიღაც მხარს უჭერს, ვიღაც - არა, ეს გადამწყვეტი არ არის. გადამწყვეტი იმ პოლიტიკური ჯგუფების პოზიციებია, რაც შექმნილია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში”, - განუცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო ასამბლეებში პოლიტიკური ჯგუფები იღებენ გადაწყვეტილებას და არა ინდივიდები, სრულიად ბუნებრივია, რომ ”ევროპის სახალხო პარტია” მხარს უჭერს გიგი წერეთლის კანდიდატურას, რომელიც არის ამ პარტიის წევრი, ხოლო ”სოციალ-დემოკრატთა” კანდიდატს მხარს უჭერს ”ქართული ოცნება”, რომელიც ”სოციალ-დემოკრატიულ” გაერთიანებაში წევრიანდება.
”პირადად მე, “ლიბერალ-დემოკარტიული” გაერთიანების წევრი ვარ და გადაწყვეტილებას ”ლიბერალ-დემოკრატიულ” ჯგუფთან ერთად მივიღებ. ეს გადაწყვეტილებები მიიღება ეუთო-ს მასშტაბით განსახორციელებელ საქმეებზე და აქ შიდა პოლიტიკური სიმპატიები, ანტიპატიები და პერსონალური დამოკიდებულებები არაფერ შუაშია. უნდა ვისწავლოთ, რომ საერთოდ, საერთაშორისო არენაზე ჩვენი შიდა კინკალობები, ბრწკენები, მომწონს - არ მომწონს, ეს არის სირცხვილი. ჩვენ გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მივიღოთ, თუ როგორ აწყობს ეუთო-ს საქმეს, ეუთო-სთვის რა იქნება სწორი და კარგი და რა შეთანხმებები იქნება პოლიტიკურ ჯგუფებს შორის”, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.