სტამბულში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაკავებულთა შორის სამი უცხოელია.
ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, თურქეთის ქალაქ იზმირში, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, დაკავებულები სავარაუდოდ, ადამიანების რეკრუტირებითა და „ისლამური სახელმწიფოს“ დაფინანსებით იყვნენ დაკავებული.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა შორის 13 უცხოელია, დაშავებულია 239 ადამიანი, აქედან 128, მათ შორის უკრაინისა და შვეიცარიის მოქალაქეები, ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.