„თავისუფალი დემოკრატები“ „ნაციონალურ მოძრაობას“ სლოგანიდან სიტყვის მითვისებაში ადანაშაულებს
30-06-2016, 04:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სლოგანიდან სიტყვის მითვისებაში ადანაშაულებს.

 

 

როგორც „თავისუფალი დემოკრატების“  საარჩევნო შტაბის უფროსმა, გია ცაგარეიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუმარტა, მათ ერთი კვირის წინ გამოაქვეყნეს სლოგანი, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის სლოგანში იგივე სიტყვა გამოიყენა.

 

 

ცაგარეიშვილის თქმით, საუბარია სიტყვა „უკეთესზე“.

 

 

მისი განცხადებითვე, „თავისუფალი დემოკრატების“ სლოგანია - „უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრება“, „ნაციონალური მოძრაობის“ კი, „ახალი ენერგიით უკეთესი საქართველოსკენ“.

 

 

„ერთი კვირის წინ გამოვაცხადეთ ჩვენი სლოგანი, ერთი კვირის თავზე მათ გაიმეორეს იგივე სიტყვა „უკეთესი“. ეს ძალიან უკეთური საქციელია, სულ მცირე. ჩვენ ვფიქრობთ საპასუხო ზომებზე. მათი ეს საქციელი არ შეუწყობს ხელს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას...

 

 

რაც შეეხება სხვა მოწოდებებს მათ სლოგანში, გაუგებარია, თუ როგორ პირდებიან ადამიანებს და სად არის მათი უკეთესი საქართველო. ეტყობა ფიქრობენ, რომ რაც დააკლეს ქვეყანას და ხალხს, ის უნდა შეუსრულონ 2016 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი