"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთად აღებულს.
”ჩვენი შიდა კვლევის შედეგები არის რეალური შედეგები, რომელიც სრულად ასახავს სინამდვილეს. შევძლებთ ოქტომბრის არჩევნებში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას ანუ 50 %-ზე მეტის მიღებას. საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებული შიდა კვლევის შედეგებით, ჩვენ 2,5-ჯერ ვუსწრებდით ”ნაციონალურ მოძრაობას.
დაახლოებით იგივე და შეიძლება ოდნავ მაღალი შედეგიც კი დაიდება ოქტომბრის არჩევნებზე. ჩვენი ამბიცია არის კიდევ უფრო მეტი. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გავზარდოთ მოსახლეობის მხარდაჭერა... ჩვენ აუცილებლად ძალიან დიდი უპირატესობით მოვუგებთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას”, - აღნიშნა კობახიძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შიდა სოციოლოგიური კვლევებით „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 13%-მდეა, „ქართული ოცნების“ კი 35%-ს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.