„უკვე ყოველგვარი სოციოლოგიური კვლევის მიმართ საზოგადოების მხრიდან არის აბსოლუტური უნდობლობა“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ნუკრი ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმითვე, მითია იმაზე საუბარი, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ ფეხდაფეხ მისდევს „ქართულ ოცნებას“ და რომ ის აუცილებლად გაუსწრებს.
„მართლა ყავლი გაუვიდა ამ კვლევებს ჩვენი საზოგადოებისთვის. უკვე ყოველგვარი კვლევის მიმართ საზოგადოების მხრიდან არის აბსოლუტური უნდობლობა, ამიტომ არც ჩვენ ვაპირებდით შედეგების გასაჯაროვებას და ფაქტობრივად, არც მომხდარა გასაჯაროვება. აქ მხოლოდ ის ითქვა, რომ მითია იმაზე საუბარი, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ ფეხდაფეხ მისდევს „ქართულ ოცნებას“ და რომ ის აუცილებლად გაუსწრებს. ეს მითი რომ დარღვეულიყო, ამიტომ ვთქვით, რომ ჩვენს პარტიას აქვს „ამდენი“ რეიტინგი, მათ აქვთ „ამდენამდე“ და ეს არის რეალური. როდესაც შიდა მოხმრებისთვის აკეთებ, შენს თავს რატომ მოატყუებ?! ეს გჭირდება შენთვის, არა გამოსაქვეყნებლად, ვერც გაბერავ, ვერც დააკლებ. ეს გინდა სამუშაოდ.
თუმცა, ვამბობთ, რომ ეს არ არის უკანსკნელი ჭეშმარიტება. მხოლოდ ამაზე დაყრდნობითაც ვერ გამოიტან დასკვნებს. პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ ჯერ აქტიური საარჩევნო კამპანია არ დაგვიწყია. იმედი გვაქვს, რომ ეს 35% ორ თვეში გახდება გაცილებით მეტი და დარწმუნებულიც ვართ ამაში”, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების არანაირი სურვილი არ აქვს.
„არავითარი გაყალბების სურვილი ჩვენს ხელისუფელებას არ აქვს - 12 ხმა არ გავაყალბეთ კორცხელში, როცა შეგვეძლო და ”ნაციონალური მოძრაობა” მოვიდა. ჩვენ ეს არ ვიკადრეთ, ამიტომ ამომრჩეველი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მისი ხამ არ დაიკარგება“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შიდა სოციოლოგიური კვლევების თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 35%-ს შეადგენს, „ნაციონალური მოძრაობის“ კი - 13%-მდეა. „რუსთავი 2“-ის დაკვეთით, გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევით კი, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმას გამოკითხულთა 22,4%, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 21,7 % მისცემდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.