„ეროვნული ბანკის და მთავრობის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ რყევები არ იყოს უეცარი და რაც შეიძლება შევინარჩუნოთ ეროვნული ვალუტის სტაბილურობა“,-განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ლარის გაცვლით კურსზე გავლენა შეიძლება იქონიოს ძალიან ბევრმა ფაქტორმა.
„ახლა მე რომ თქვენ გესაუბრებით, რა შეფასებას და განცხადებას გავაკეთებ, შეიძლება ამანაც კი გარკვეულწილად გავლენა იქონიოს. იგივე დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმი და ბრიტანელი ხალხის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ამანაც იმოქმედა. რა თქმა უნდა, იმოქმედა საგარეო ვაჭრობის დინამიკამ, მოქმედებს ასევე მოლოდინები. ეროვნული ბანკის და მთავრობის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ რყევები არ იყოს უეცარი და რაც შეიძლება შევინარჩუნოთ სტაბილურობა. ჩვენ და ეროვნული ბანკი ერთობლივად, ძალიან კოორდინირებულად ვმუშაობთ, რომ უეცარი რყევები არ მოხდეს“, -განაცხადა თაბუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.