ნინო ბურჯანაძე: საქართველომ უარი უნდა თქვას ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე
30-06-2016, 07:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში არ უნდა იყოს განლაგებული არც ერთი სახელმწიფოს, არც ერთი სამხედრო ორგანიზაციის ჯარი, - განაცხადა ”დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, პარტიის მთავარ საბჭოსთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

 

 

"საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე თავს უნდა დაემატოს მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველო გამოაცხადებს უბლოკო სტატუსს, ანუ უარი უნდა თქვას ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე, იქნება ეს ნატო თუ ნებისმიერი სხვა სამხედრო ორგანიზაცია.

 

 

საქართველოში არ უნდა იყოს არც ნატო-ს და არც რუსთის ჯარი და როდესაც ვლაპარაკობ საქართველოზე, ბუნებრივია ვგულისხმობ გაერთიანებულ საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში უნდა იყოს ძალა, რომელიც იმოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მხოლოდ საკუთარი სამშობლოს ინტერესებს დააყენებს პირველ ადგილას.

 

 

ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ხელმოწერების კამპანიაში ჩაერთვება ძალიან ბევრი ადამიანი და საქართველოს ბევრი მოქალაქე დაუჭერს მხარს ამ ინიციატივის განხორციელებას.

 

 

”ჩვენ მოვივლით მთელ საქართველოს, კარგად ავუხსნით ხალხს, თუ რას ნიშნავს ეს ინიციატივა ქვეყნისათვის. ეს არის გამბედავი, პრინციპული გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება, რომლის გამოც ვიცით, რომ ბევრი ტალახი იქნება გამოსროლილი ჩვენი მიმართულებით, თუმცა ამის არ გვეშინია. ჩვენ ვერავინ ვერ დაგვაშინებს, იმიტომ, რომ ვმოქმედებთ ერთადერთი ინტერესიდან გამომდინარე, რასაც საქართველოს უმთავრესი სახელმწიფოებრივი ინტერესი ჰქვია! მოვუწოდებ ჩვენს საზოგადოებას, საქართველოს ყველა მოქალაქეს, გაეცნონ ჩვენს ინიციატივას, კარგად დაფიქრდნენ, დაგვიჭირონ მხარი როგორც ხელმოწერების შეგროვებაში, ისე საპარლამენტო არჩევნების დღეს. მე იმედი მაქვს, რომ აქტივობა იქნება დიდი. სწორედ ეს არჩევნები განაპირობებს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების ხვალინდელ დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემოხაზავს N3- ს და მე და ჩემს თანაგუნდელებს მოგვცემს საშუალებას ქვეყანა რეალურად თავისუფალი, დემოკრატიული, სტაბილური გახდეს და ჩვენი მოსახლეობა ერთხელ და სამუდამოდ გამოვიყვანოთ იმ უკიდურესად დუხჭირი ყოფიდან, რომელშიც აქამდე ამყოფებენ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი