„ჩვენ არ დავდეთ სხვა პარტიების შედეგები ჯენტლმენური მოსაზრებებიდან გამომდინარე. არ გვინდოდა, რაღაც სპეკულაციურ საგნად გვექცია ეს ყველაფერი“,-განაცხადა „ქართული ოცნების“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არავის წყენინება არ უნდოდა, რადგან არსებობს პარტიები, რომლებსაც ძალიან დაბალი მაჩვენებლები აქვთ.
„ჩვენი მთავარი ამოცანა გახლდათ ის, რომ გვეჩვენებინა საერთო სურათი. საერთო სურათი კი არის ასეთი - ჩვენ შევძლებთ აუცილებლად, ამომრჩეველთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას ამ არჩევნებში. ძალიან დიდი უპირატესობით მოვუგებთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას. ყველაფერი დანარჩენი უკვე არის ის, რასაც გვიჩვენებს არჩევნები... არის პარტიები, რომლებსაც აქვთ ძალიან დაბალი მაჩვენებლები, არავინ არ გვინდოდა, გაგვენაწყენებინა“,-განაცხადა კობახიძემ.
პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ჩატარებული შიდა სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 35%-ს შეადგენს,
„ნაციონალური მოძრაობის“ კი 13%-ს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.