საქარათველოს პრეზიდენტმა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს შეხვდა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. საქართველოს და გერმანიის დელეგაციამ რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელა. საქართველოს პრეზიდენტმა ბუნდესტაგის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.
გიორგი მარგველაშვილმა გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ გერმანია იყო და რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად მის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოს უახლოესი მიზანია ევროპული ინტეგრაციების გაღრმავება და საქართველოს მოქალაქეთათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიღება.
კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს შესრულებული აქვს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა და ელოდება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს.
საუბარი ასევე შეეხო ნატოს მომავალ ვარშავის სამიტს, საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესს და თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. მხარეებმა ევროპაში არსებულ სირთულეებზეც იმსჯელეს.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დაესწრნენ.
ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა რაიხსტაგის შენობა დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.