თურქეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი ახმეტ ჩატაევია
30-06-2016, 08:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"როიტერსის" ცნობით, თურქეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ეთნიკური ჩეჩენი ახმეტ ჩატაევია.

 

 

წყარო თურქეთის ხელისუფლებიდან სააგენტოსთან საუბარში უარყოფს თურქულ მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციასაც, რომ ერთ-ერთი თვითმკვლელი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი, ვინმე ჩეჩენი ოსმან ვადინოვია.

 


ამასთანავე, სააგენტო აღნიშნავს, რომ სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე სამივე თვითმკვლელი ტერორისტი უცხოელი იყო რუსეთიდან, უზბეკეთსა და ყირგიზეთიდან.

 

 

როგორც ცნობილია, ახმეტ ჩატაევი საქართველოში, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ის გლდანის მე-8 დაწესებულებაში რამდენიმე თვის განმავლობაში იხდიდა სასჯელს, თუმცა 2012 წელს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მოგვიანებით ჩატაევი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი