სტამბულის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა, აქედან 19 უცხოელია. საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება 94 დაშავებული.
ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ აეროპროტზე თავდასხმაში მონაწილე სამივე თვითმკვლელი ტერორისტი იდენტიფიცირებულია, თუმცა, მათი ვინაობა არ დაუსახელებია.
ერფაკ ალას განცხადებით, პირველადი მონაცემები მიუთითებს, რომ ტერაქტი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული.
თათურქის სახელობის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში სამშაბათ საღამოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 9:50 საათზე, სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ ცეცხლი გახსნა და შემდეგ თავი აიფეთქა. ერთ–ერთმა თავდამსხმელმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან, "კალაშნიკოვიდან" გამგზავრების დარბაზში გახსნა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა დანარჩენმა ორმაც განახორციელა, რის შემდეგაც სამივე თავდამსმხმელმა თავი აიფეთქა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.