თბილისის მერმა სახელფასო დანამატების გაცემაზე ბრძანება მერად არჩევიდან სულ ცოტა ხანში გამოსცა. დავით ნარმანიას ბრძანების თანახმად მერიის თანამდებობების პირებზე სახელფასო დანამატი 2014 წლის 1 სექტემბრიდან წლის ბოლომდე ყოველთვიურად, დარიცხული ხელფასის პროპორციულად უნდა გაიცეს.
ბრძანების თანახმად, ყოველთვიურ დანამატს იღებენ დედაქალაქის ვიცე-მერი - 3540, მერის მოადგილე - 3360, მერიის ადმინისტრაციის უფროსი 3180, მისი პირველი მოადგილე - 2000 და მოადგილე - 1800, საქალაქო სამსახურის უფროსი - 2600, რაიონის გამგებელი - 2600, რაიონის გამგებლის მოადგილე - 1800, მერიის აპარატის (სამსახურის) მრჩეველი - 1300 ყოველთვიური დანამატი და სხვა თანამდებობის პირები. დანამატს სულ 26 თანამდებობის პირი იღებს და მისი ჯამური ოდენობა ოთხი თვის განმავლობაში 152 060 ლარს შეადგენს.
პარტია "გაერთიანებული დემოკრატების" წევრები თბილისის მერის, დავით ნარმანიას ბრძანებას, მერიის ორგანოების თანამშრომლებზე სახელფასო დანამატების გაცემის შესახებ უკანონოდ მიიჩნევენ.
ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელთა განცხადებით, იმ ფონზე როცა ბიუჯეტი დეფიციტურია, ქალაქის მთავრობას კომერციული სესხის აღება უწევს, პრემიების გაცემა მიუღებელია.
დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატების" თავმჯდომარის ზაზა ვეკუას განცხადებით, ეს არის თანხების უკანონო მითვისება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.