საქართველო დაინტერესებულია ევროპის წარმატებაში, ევროპის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების გაღრმავებაში და საქართველო მზად არის ამ პროცესში იყოს აქტიური მოთამაშე, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გერმანელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
”ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს დამოკიდებულება გერმანიის მიმართ არის სტრატეგიული. ჩვენ ვხედავთ დიდ შესაძლებლობებს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით და იმ ძალიან კარგი საწყისის გარღმავების პერსპექტივას, რომელიც უკვე ჩაყრილია ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. მე ვარ ქვეყანაში, რომელიც იყო პირველი, რომელმაც 25 წლის წინ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, ქვეყანაში, რომლის წარმომადგენლებიც ორასი წელია ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში და ამდიდრებენ ჩვენს კულტურას და ყოფას, ქვეყანაში, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს დემოკრატიულ და სახელმწიფოებრივ განვითარებაში და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ, ასეთი ხანგრძლივი და სტაბილური მხარდაჭერისთვის.
როდესაც საქმე შეეხება გლობალურ სტაბილურობას, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არასდროს შემოვიფარგლებით მხოლოდ პოლიტიკური განცხადებით, არამედ რეალურად ჩვენი კაცები და ქალები უნიფორმაში, თავისი სიცოცხლის ფასად იცავენ გლობალურ სტაბილურობას. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს ამბიცია ვიყოთ უაღრეესად ჩართულები და აქტიურები ევროპულ პროცესში”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, კოლეგასთან შეხვედრისას ისაუბრა ყველა იმ სირთულეზე, რომელიც გააჩნია საქართველოს და რომლებიც არის ევროპაში.
”მე მიხარია, რომ ჩვენ ვხედავთ ერთმანეთში მეგობრებს. მე ვიქნები მოხარული, თუ თქვენ და თქვენი მეუღლე ჩამობრძანდებით ჩვენს ქვეყანაში. ქართველი ხალხი ძალიან მოხარული იქნება, თუ ჩამობრძანდებით”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.