ვლადიმერ პუტინი: პოლონეთში, ბალტიისპირეთში ხდება ნატოს ძალების განთავსება, რაც მიმართულია ათწლეულობით ჩამოყალიბებული სამხედრო პარიტეტისათვის ძირის გამოთხრისკენ
30-06-2016, 08:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატოს ქმედება რუსეთის საზღვრებთან, არსებულ სამხედრო პარიტეტს ძირს უთხრის, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა რუს დიპლომატებთან და მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" წერს.

 


"ჩვენ მუდმივად ბრალს გვდებენ იმაში, რომ ჩვენ ვახორციელებთ რაღაც ტიპის სამხედრო აქტივობას. სად? თავის ტერიტორიაზე. ხოლო ის, რომ ჩვენი საზღვრები ვითარდება, ეს "ნორმალურია", განაცხადა პუტინმა.

 


"პოლონეთში, ბალტიისპირეთში ხდება ძალების განთავსება, ივსება შეტევითი შეიარაღების არსენალი. ყოველივე ეს მიმართულია ათწლეულობით ჩამოყალიბებული სამხედრო პარიტეტისათვის ძირის გამოთხრისკენ", განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

 

"მილიტარისტული გაშმაგება"

 


პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში "კონფლიქტური პოტენციალი" მატულობს. რუსეთის ლიდერის სიტყვებით, "სახიფათო ნგრევებისაგან" თავის დაღწევა მხოლოდ დიალოგისა და ურთიერთქმედების გზით შეიძლება.

 


პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს განზრახული აქვს მომავალშიც ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება გამოწვევებზე.

 


"მაგრამ არ ვაპირებთ დავნებდეთ მილიტარისტულ გააფთრებას, ზუსტად ამისაკენ კი, ჩანს, რომ ცდილობენ ჩვენს ბიძგებას", – დაამატა პუტინმა.

 

 

მან განაცხადა, რომ მოსკოვი ყველა თავის პარტნიორთან, დასავლეთის ჩათვლით, ღია და პატიოსანი ურთიერთქმედებისკენ მიისწრაფვის. მისი სიტყვებით, მოსკოვი არ ცდილობს "არც თავისი ნების, არც თავისი ღირებულებების" ვინმესთვის დაწესებას.

 


"მტკიცედ მივსდევთ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, თანმიმდევრულად მივყვებით გაეროს მთავარ როლს, უშიშროების საბჭოში გლობალური და რეგიონული პრობლემების გადაწყვეტისას," თქვა რუსეთის ლიდერმა.

 


პუტინმა ცალკე გამოყო შეერთებული შტატები და განმარტა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ვაშინგტონთან ერთობლივი მუშაობით, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ თანაბარი პარტნიორობის პირობებში.

 

 

დავალება დიპლომატებს – აღმოფხვრან დაძაბულობის კერები

 


შეკრებილი დიპლომატებისათვის მიმართვაში, პუტინმა ასევე აღნიშნა მათი როლი პოლიტიკურ პროცესებში. მისი აზრით, დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებმა "აქტიურად უნდა იმოქმედონ არსებული და ახალი დაძაბულობისა და კონფლიქტური კერების წარმოშობის პრევენციის დასარეგულირებლად – პირველ რიგში, ჩვენს საზღვრებთან".

 


"მნიშვნელოვანია წვლილი შევიტანოთ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში, შევქმნათ ხელსაყრელი პირობები კეთილგანწყობების გაზრდისათვის", განაცხადა პუტინმა.

 


გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა მოუწოდა ელჩებს და მუდმივ წარმომადგენლებს გაუძლონ "დასავლური მედიის ინფრომაციულ მონოპოლიას". მან განმარტა, რომ "აფორიზმი" ვინც ფლობს ინფორმაციას, ის ფლობს მსოფლიოს", უდავოდ, ასახავს დღევანდელი დღის რეალობას".

 


"და ბუნებრივია, არ შეიძლება უბრალოდ გაატარო ტყუილი რუსეთთან და ისტორიის ფალსიფიკაციასთან მიმართებაში", – აღნიშნა მან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი