ბატონი პრეზიდენტი იმდენად ჭკვიანი აღმოჩნდა, რომ ჩემთან ვიზა-ლიბერალიზაციის თემაზე არ ულაპარაკია, - ასე უპასუხა გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვას ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.
„ბატონი პრეზიდენტი იმდენად ჭკვიანი აღმოჩნდა, რომ ჩემთან ამ თემაზე არ ულაპარაკია, იმიტომ რომ იცის, რომ გერმანიის პრეზიდენტს არა აქვს ოპერატიული ამოცანები, კონკრეტულ პოლიტიკაში ის არ მონაწილეობს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩვენ ვიცით, რამდენად ინტენსიურად აყენებს ქართული მხარე ამ საკითხს. ჩვენ ვიცით, რომ ევროკომისიამ თავისი ანგარიში წარმოადგინა. მე ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება საბჭოს და ევროპარლამენტის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ იმას, რომ მე პოლიტიკურ პოზიციას ამასთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ. მე ოპერატიული პოლიტიკის საკითხებზე განცხადებას ვერ გავაკეთებ, ამითი ჩავერეოდი პარლამენტის და მთავრობის საქმიანობაში. ჩვენ უნდა გამოვძებნოთ გზები იმისთვის, რომ მეტი სტაბილურობა შევქმნათ. პროგრესი, რომელიც ევროკომისიამ დაადგინა, მართლაც უნდა გადაიზარდოს ვიზალიბერალიზაციაში“, - დასძინა გერმანიის პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.