გიორგი მარგველაშვილი: საქართველოსთვის ნატო არის ბუნებრივი არჩევანი, ჩვენ ამ კულტურული და ცივილიზაციური გარემოს წევრები ვართ
30-06-2016, 09:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისეთი მცირე ზომის ქვეყანას, როგორიც საქართველოა, აქვს სტაბილურობის გარღმავების მისწრაფება, ნატო არის ყველაზე სტაბილური უსაფრთხოების ფორმატი, სადაც ერთიანდებიან ჩვენი ღირებულების მსგავსი ქვეყნები, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდეგ კითხვას: ”გასაგებია საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ, მაგრამ რატომ ნატო - ეს განპირობებულია რუსეთის შიშით თუ სხვა მიზეზებიც არსებობს?”

 

 

“მე მოხარული ვარ, რომ ის პოზიცია, რომ ქართველი ერი და ქართული საზოგადოება არის ევროპული ერი და ევროპული საზოგადოება და საქართველო არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნად მიჩნეული. მე მოხარული ვარ იმითაც, რომ ამის განცდა იმდენად გაზიარებულია, თქვენ მისვამთ ასეთ კითხვას და ბუნებრივად მიიჩნევთ, რომ ჩვენ ევროკავშირისკენ მივისწრაფვით - ეს არგუმენტები გესმით და კითხვა არის კონკრეტულად ნატო-სთან მიმართებაში. პასუხი, ჩემი აზრით, აქაც ძალიან მარტივია - ნატო არის ყველაზე სტაბილური უსაფრთხოების ფორმატი, სადაც ერთიანდებიან ჩვენი ღირებულების მსგავსი ქვეყნები. სხვა ასეთ მსგავს ფორმატს ვერავინ დამისახელებს, სადაც ერთიანდებიან ქვეყნები, ვის ღირებულებებსაც ჩვენ ვიზიარებთ, რომლებიც პოლიტიკური და სოციალური წყობითაც ჩვენი მსგავსები არიან და ამავე დროს, ისინი ყველაზე სტაბილურ უსაფრთხოების ფორმატს ქმნიან. შესაბამისად, საქართველოსთვის ნატო არის ბუნებრივი არჩევანი, ჩვენ ამ კულტურული და ცივილიზაციური გარემოს წევრები ვართ და ამ სიბრტყეში ყველაზე სტაბილურობის მომტანი არის ნატო. ბუნებრივია, რომ ისეთი მცირე ზომის ქვეყანას, როგორიცაა საქართველო და აგრეთვე ქვეყანას, რომელიც ასეთ სტრატეგიულ და რთულ რეგიონშია, აქვს მისწრაფება სტაბილურობის გარღმავებისა თავის პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი