ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ქართული დღის წესრიგი ვიზა-ლიბერალიზაციის ნაწილში არ იქნება სერიოზულად შეფერხებული ბრექსიტის პროცესებიდან გამომდინარე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გერმანელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
”საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომელსაც საქართველო ავითარებს ევროკავშირთან, „ბრექსიტის“ შედეგებს არანაირი გავლენა არ აქვს. ანუ ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები, რაც განსაზღვრული გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში, რაც გულისხმობს თავისუფალ ვაჭრობას, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიმართულებებს, რაც ამის გაგრძელებად გულისხმობს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესს, არც ერთ ამ თემას ბრექსიტის შედეგები, როგორც ასეთი, არ ეხება. ჩვენ ყველა ვართ მომსწრე ევროკავშირში ინტენსიური დისკუსიების, მსჯელობის და პროცედურებზე მუშაობის, რომელიც ბუნებრივია გარკვეულ რესურსს გულისხმობს, როგორც პოლიტიკურს, ასევე ადმინისტრაციულს და ინტელექტუალურს. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ქართული დღის წესრიგი ვიზა-ლიბერალიზაციის ნაწილში არ იქნება სერიოზულად შეფერხებული ბრექსიტის პროცესებიდან გამომდინარე. ამის ერთ-ერთი დასტურია ის ინტენსიური თანამშრომლობა, რომელიც თუნდაც ჩემი ვიზიტის სახით გამოიხატება.
ყველა შეხვედრაზე, ბერლინში, ყველა პოლიტიკური ლიდერი იაზრებს მნიშვნელობას საქართველოს მომავალი არჩევნებისა და იმის, რომ პოლიტიკურად ისეთი ტიპის პოზიტიური ნაბიჯები, როგორიც არის ვიზა-ლიბერალიზაცია, მნიშვნელოვანია თუნდაც ამ არჩევნების კონტექსტში. ეს ყველაფერი გააზრებულია, ეს პროცესი ესმის ჩვენს პარტნიორებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ აქედან გამომდინარე, მიუხედავად სირთულეებისა, რაც მოაქვს რეფერენდუმს დიდ ბრიტანეთში, ეს ყველაფერი პოზიტიურად განვითარდება”, - აღნიშნა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.