ვლადიმერ პუტინი: უახლოეს მომავალში, თურქეთთან ორმხრივი თანამშრომლობის აღდგენის მიზნით, ვაპირებთ ზომების მიღებას
30-06-2016, 10:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თურქეთმა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ბოდიში მოიხადა, ამიტომ უახლოეს პერიოდში მოსკოვი, ორმხრივი თანამშრომლობის აღსადგენად ზომებს მიიღებს.

 

 

„როგორც იცით, გუშინ ამ ქვეყნის პრეზიდენტთან შედგა საუბარი. ისიც ცნობილია, რომ ანკარამ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებისთვის ბოდიში მოიხადა. ამის გათვალისწინებით, ვაპირებთ უახლოეს მომავალში ზომების მიღებას, ორმხრივი თანამშრომლობის აღდგენის მიზნით“, - განაცხადა პუტინმა რუსეთის ელჩებისა და მუდმივი წარმომადგენლების თათბირზე.

 

 

რამდენიმე დღის წინათ, ერდოღანმა პუტინს ბოდიში მოუხადა და გაუგზავნა წერილი, სადაც მოკლული მფრინავის ოჯახისადმი "თანაგრძნობა და ღრმა სამძიმარი" გამოხატა.

 

 

აღნინულის შემდეგ კი ორი ქვეყნის პირველ პირს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ლიდერები პირისპირ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. პუტინმა სტამბულის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტს სამძიმარი გამოუცხადა. სატელეფონო საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, ხაზი გაესვა რა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. 

 

 

პუტინმა მის თურქ კოლეგასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას თურქეთში ტურისტების ჩასვლის თაობაზე არსებული შეზღუდვების მოხსნის საკითხი განიხილა. 

 

 

ერდოღანისა და პუტინის ბოლო შეხვედრა გასული წლის ნოემბერში "დიდი ოცეულის" ფარგლებში, ანტალიაში გაიმართა. აღნიშნული შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ ანკარამ სირია-თურქეთის საზღვარზე რუსული ბომბდამშენი თვითმფრინავი "სუ-24" ჩამოაგდო. სწორდ ამ ინციდენტის შემდეგ გაფუჭდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი