საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ ”ფსიქოპროექტის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 65 % მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტ ადგილს ”ქართული ოცნება” დაიკავებს.
პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მიერ გასაჯაროვებული რამდენიმე მონაცემის მიხედვით, გამოკითხულთა 65 %-მა ”ქართული ოცნება” დაასახელა შემდეგ შეკითხვაზე: ”თქვენი არჩევანის მიუხედავად, როგორ ფიქრობთ, რომელი პარტია მიიღებს ყველაზე მეტ ადგილს საპარლამენტო არჩევნებში?”.
საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა ”ფსიქოპროექტმა” სოციოლოგიური გამოკითხვა თავად ”ქართული ოცნების” დაკვეთით ჩაატარა. როგორც პარტიაში აცხადებენ, კვლევა შიდა მოხმარებისთვის იყო, თუმცა პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით არსებული ”სპეკულაციების” გამო შედეგების გასაჯაროვება გადაწყვიტეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.