პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნების” შიდა პარტიული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკიხულთა 70% ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 64% - ნატოში გაწევრიანებას.
კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს - ევროკავშირში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 70% აცხადებს - დიახ; 9% - უფრო კი, ვიდრე არა; 3% - უფრო არა, ვიდრე კი; 15% - არა; არ ვიცი - 2%; უარი პასუხზე - 0%.
კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს - ნატოში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 64% აცხადებს - დიახ; 9% - უფრო კი, ვიდრე არა; 4% - უფრო არა, ვიდრე კი; 19% - არა; არ ვიცი - 3%; უარი პასუხზე - 0%.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.