საბუთი და მტკიცებულება, რომელმაც შესაძლოა სისხლის სამართლის საქმეზე გაგვიყვანოს, ასეთი დოკუმენტაცია არ უნდა განადგურდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარული ჩანაწერების განადგურების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, დანაშაულის მამტკიცებელი ვიდეომასალის განადგურება, თავის მხრივ, უკვე დანაშაულის ჩადენა იქნება. "ამ საკითხზე ჩემი ზოგადი დამოკიდებულებაა ის, რომ ასეთი ტკივილი საზოგადოებამ უნდა გადალახოს და იფიქროს მომავალზე, მაგრამ, ბუნებრივია, სადაც არის დანაშაულის ნიშნები, ამის განადგურება, თავის მხრივ, უკვე დანაშაულის ჩადენა იქნება. თუ არსებობს რაიმე საბუთი და მტკიცებულება, რომელმაც შესაძლოა სისხლის სამართლის საქმეზე გაგვიყვანოს, ასეთი დოკუმენტაცია არ უნდა განადგურდეს", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.