ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. საქართველოს მასშტაბით, 21 საგამოცდო ცენტრი იმუშავებს, აქედან 9 თბილისშია. წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები თსუ-ს მაღლივ კორპუსსა და 161-ე საჯარო სკოლაში აღარ გაიმართება.
აპლიკანტების რეგისტრაცია 08:00 საათზე, საგამოცდო პროცესი კი, 09:00 საათზე დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს ყურადღებით დააკვირდნენ საგამოცდო ბარათზე მოცემულ ინფორმაციას და დაიცვან გამოცდაზე მოქცევის წესები.
წელს პირველად, გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის და არა პასუხების ფურცლის ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 38 500 -ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 000 - მდე სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500 - ზე მეტი კანდიდატი; პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე 22 700 - ზე მეტი პედაგოგი.
საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, რუსთავი,თელავი, ხულო.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.