საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში მალე შედგება.
„ჩვენ ვერ ვისაუბრებთ დეტალებზე და დროზე. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მდივანმა კერიმ აღნიშნა, რომ ჩამოვა საქართველოში, ხოლო დამატებით დეტალებზე საუბარი ნაადრევია. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ვიზიტი მალე შედგება. ეს იქნება მტკიცე სიგნალი საქართველოს მხარდაჭერის, რომელიც დგას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა იან კელიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.