ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც აუქმებს თურქეთთან ურთიერთობების შეზღუდვას
30-06-2016, 12:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ანულირებას უკეთებს თურქეთთან ურთიერთობების შეზღუდვას. ამის შესახებ კრემლის პრეს სამსახური იუწყება.

 

 

"რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას "რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2015 წლის 28 ნოემბრის № 583 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე "რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისადმი ზომების მიღებასთან დაკავშირებით და სპეციალური ეკონომიკური ზომების დაწესებაზე თურქეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში", –ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა გააუქმა ტურისტული ფირმებისთვის თურქეთში ტურების გაყიდვების შეზღუდვა და დაავალა ხელისუფლებას თურქ კოლეგებთან განიხილონ ანკარის წინააღმდეგ შეზღუდვების მოხსნის მექანიზმები.

 

 

როგორც ბრძანებულებაშია აღნიშნული, ის ოფიციალურად ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შედის.

 

 

ჩარტერული რეისების აკრძალვამ თურქეთის ტურისტული ინდუსტრია დააზარალა, რადგან ეს ქვეყანა რუსი ტურისტებისათვის საყვარელი დასასვენებელი ადგილია.

 

 

ვლადიმერ პუტინსა და რეჯეპ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი ოთხშაბათს, 29 ივნისს შედგა, რა დროსაც თურქეთისა და რუსეთის ლიდერები პირისპირ შეხვედრაზე შეთახმდნენ. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


პუტინმა სტამბულის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტს სამძიმარი გამოუცხადა. სატელეფონო საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, ხაზი გაესვა რა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

 

ორი ქვეყნის პირველი პირის ბოლო შეხვედრა გასული წლის ნოემბერში "დიდი ოცეულის" ფარგლებში, ანტალიაში გაიმართა. აღნიშნული შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ ანკარამ სირია-თურქეთის საზღვარზე რუსული ბომბდამშენი თვითმფრინავი "სუ-24" ჩამოაგდო. სწორდ ამ ინციდენტის შემდეგ გაფუჭდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა.

 

 

რუსეთმა ამ ფაქტს სავაჭრო სანქციების დაწესებითა და რუსული ტურისტული კომპანიების თურქეთისთვის მომსახურების შეჩერებით უპასუხა. პუტინმა მაშინ განაცხადა, რომ შეზღუდვები მანამ არ მოიხსნებოდა, სანამ რუსეთის მიმართ ბოდიში არ იქნებოდა მოხდილი.

 

 

რამდენიმე დღის წინათ, ერდოღანმა პუტინს ბოდიში მოუხადა და გაუგზავნა წერილი, სადაც მოკლული მფრინავის ოჯახისადმი "თანაგრძნობა და ღრმა სამძიმარი" გამოხატა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი