ქობულეთში სახალხო დღესასწაული „ქობულეთობა“ იზეიმეს. მუნიციპალიტეტის მთავარი დღესასწაული მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
როგორც guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, „ქობულეთობას“ დამეგობრებული ქალაქების იუჟნის, დიმიტროვის, ვარნას და პრიეკულეს დელეგაციები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში ზურაბ ჟვანიას სახელობის ხიდიდან ქალაქის ცენტრალურ მოედნამდე ავტორალი გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო ფლეშმობი, ხოლო დღესასწაულის მთავარი ღონისძიებები ზღვისპირა პარკში გაიმართა. მოეწყო სხვადასხვა სახალისო აქტივობები პატარებისთვის, პარკის ცენტრალურ ნაწილში ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, სპორტული სანახაობები და პარაპლანისტების შოუ მოეწყო. ასევე ამფითეატრში ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა, რომელშიც ქ. პრიეკულეს ფოლკლორული ანსამბლი მონაწილეობდა.
დღესასწაულის მეორე ნაწილი აგროსერვის ცენტრში გაგრძელდა, სადაც სოფლის პროდუქციისა და კულინარიული ნაწარმის გამოფენა გაიმართა. სტუმრებმა ქობულეთური სამზარეულო დააგემოვნეს.
„ქობულეთობის“ დღესასწაული კულტურის სახლში გალა კონცერტით დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.