გიორგი მარგველაშვილი: მე ერთმნიშვნელოვნად ვთქვი, რომ ჩემი ვადის მომავალ ორ წელს მოვახმარ გერმანიასთან ურთიერთობების გაღრმავებას
30-06-2016, 14:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიაში ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ვიზიტი ორიენტირებულია მომავალზე და საქართველო-გერმანიის ინტენსიურ თანამშრომლობაზე.

 


„განხილული იყო, როგორც ჩვენი ევროპული ინტეგრაციის, ისე ნატო-სთან ინტეგრაციის დღის წესრიგი, რეგიონში არსებული ვითარება და ის ინტენსიური ორმხრივი დღისწესრიგი, რომელიც საქართველოს 2017 და 2018 წელს ექნება გერმანიასთან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გერმანელ პოლიტიკოსებს - პრეზიდენტს, კანცლერს, პარლამენტის თავმჯდომარეს ესმით საქართველოს სპეციფიკა, ქართული პოლიტიკური რეალობა, ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლებას ესმის გერმანიის წინაშე არსებული გამოწვევები.

 


„ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალი ორი წლის განმავლობაში და მე ერთმნიშვნელოვნად ვთქვი, რომ ჩემი ვადის მომავალ ორ წელს მოვახმარ გერმანიასთან ურთიერთობების გაღრმავებას“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი