მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი, პაატა ბურჭულაძე რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. იმერეთის შემდეგ პაატა ბურჭულაძემ თანაგუნდელებთან ერთად შეხვედრები სამეგრელოში გამართა.
პარტიის ლიდერმა ხობში შეკრებილ ადგილობრივებს პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო და მათ მოძრაობის ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაზე ესაუბრა. როგორც ბურჭულაძემ ადგილობრივებს განუცხადა, პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა მაქსიმალურადაა ორიენტირებული ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე.
„უთბილესი შეხვედრები გვქონდა სამტრედიაში და ხობში. ხობში 3 000 კაციან აუდიტორიას ველოდებოდით, მაგრამ მოვიდა 4 ათასზე მეტი ჩვენი გულშემატკივარი. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მოვიდა და ვინც ჩვენ გვერდში გვიდგას და ყველას ვთხოვ, რომ მოთმინებით იყვნენ ოქტომბრამდე, ოქტომბერში ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ, ხობში რეგიონული ოფისის გახსნაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.