ირანში 4 სახელმწიფო ბანკის მთავარი ხელმძღვანელი პირები სამსახურებიდან გაათავისუფლეს, რაც მათი ხელფასების ფართოდ გახმაურებულ კრიტიციზმს უკავშირდება. ინფორმაციას BBC სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრმა „მეჰრ ირანის“, „მელატის“, „რეფაჰის“ და „სადერატის“ ხელმძღვანელები პრეზიდენტ ჰასან რუჰანის თხოვნის საფუძველზე შეცვალა.
სკანდალმა ორი თვის წინათ იფეთქა, როდესაც სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი კომპანიების მთავარი ოფიციალური პირების ხელფასების ამსახველი დოკუმენტები ინტერნეტით გავრცელდა. როგორც გაირკვა, ბევრი მათგანი 10-ჯერ, 20-ჯერ, 30-ჯერ და მეტჯერ თანხებს გამოიმუშავებდა, ვიდრე საშუალო ირანელი. მათ ასევე აძლევდნენ დიდი ოდენობის ბონუსებს, უპროცენტო სესხებს და ზოგიერთ შემთხვევაში, არ ახდევინებდნენ გადასახადებს.
ირანის ეკონომიკა მსოფლიო სახელმწიფოებთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან და სანქციების მოხსნიდან რაიმე მკაფიო სარგებელს კი ჯერ ვერ იღებს, წერს BBC.
'ასტრონომიული ხელფასები'
პრეზიდენტ რუჰანის გადაწყვეტილებას თანამდებობებიდან გაეშვა ოთხი ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, წინ უძღოდა ერთი კვირის წინათ ირანის სულიერი ლიდერის აიათოლაჰ ალი ხამენეის კაბინეტისადმი მიმართვა: „ასტრონომიული ხელფასების საკითხი ფაქტობრივად არის თავდასხმა [ჩვენ ეროვნულ] ღირებულებებზე, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ისინი არიან გამონაკლისებს შორის.“
„ეს საკითხი არ უნდა დაყოვნდეს. ამას სერიოზულად უნდა მივყვეთ და ხალხი უნდა იყოს ინფორმირებული შედეგებზე.“
გასულ თვეს მთავრობის კუთვნილი ცენტრალური სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც ზოგიერთი წამყვანი მენეჯერის ხელფასების შესახებ ინფორმაციამ გაჟონა. მათ მარტში 28 300 აშშ დოლარი გადაუხადეს. კომპანიამ განაცხადა, რომ აღნიშნული ხელფასები ირანული კალენდრის წლის ბოლო თვეს გაიცა და ამის გამო იყო უჩვეულოდ მაღალი.
ამასობაში კი მე-5, სახელმწიფოს კუთვნილი ბანკის, „ტეჯარატის“ მენეჯერმა ნოემბერში დაახლოებით 230 000 აშშ დოლარის ექვივალენტი მიიღო. ეროვნული განვითარების ფონდის მმართველი დირექორი, რომელიც პრეზიდენტის მიერ იყო დანიშნული, როგორც ეს ნაჩვენები იყო, თვეში 18 700 აშშ დოლარს გამოიმუშავებდა. როგორც შემდეგ საფდარ ჰოსეინმა განაცხადა, ეროვნული განვითარების ფონდის რეფორმირება ნებაყოფილობით განახორციელა და მისი ხელფასის ნაწილი, რომელიც მან გადაჭარბებულად მიიჩნია, უკან დააბრუნა.
დოკუმენტების გამამჟღავნებელი წყარო არ გახმაურებულა, მაგრამ ის, ახალი ამბების სააგენტო "როიტერსის" თანახმად, პირველად კონსერვატივ ისტებლიშმენტთან დაახლოებულმა მედიამ გამოაქვეყნა.
ირანის პრეზიდენტმა რუჰანიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ ხელფასები "კანონიერი" იყო, მაგრამ ბრალი დასდო მის წინამორბედს მაჰმუდ აჰმადინეჯადს, რომ მან პირველმა დაუშვა აღმასრულებელ პირებზე მსგავსი მაღალი ხელფასების დაწესება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.