გიორგი კვირიკაშვილი: სიამაყით ვაცხადებთ, რომ როდესაც ამერიკა აღნიშნავს თავისი სახელმწიფოებრიობის 240-ე წლისთავს, ჩვენ ვართ შტატების სანდო გეოპოლიტიკური მოკავშირე
01-07-2016, 01:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, აშშ-ის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.

 


მან ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ორი ქვეყნის მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დამოუკიდებლობის დღის თარიღი წლის ერთ-ერთი უდიდესი მოვლენაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც ამერიკელები განსაკუთრებით გამოხატავენ თავიანთ სიამაყესა და სიყვარულს სამშობლოს მიმართ.

 


„ილინოისის უნივერსიტეტში მაგისტრანტი სტიპენდიანტის სტატუსით სტუდენტობის დროიდან მოყოლებული მე ყოველთვის განსაკუთრებით ვაფასებ ოთხი ივლისის დღესასწაულს, რომელსაც ესოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი ამერიკელი მეგობრებისთვის. ჩემმა გამოცდილებამ ამერიკაში განსაკუთრებული კავშირი დაამყარა ჩვენ შორის და ეს კავშირი დღესაც არის ჩემი შთაგონების წყარო ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების გზაზე.

 


მე განსაკუთრებული გრძნობები გამიჩნდა თბილი და სტუმართმოყვარე ილინოისელთა მიმართ. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ილიონოისელი ელჩი საქართველოში, ბატონი კელი. გამოვთქვამ იმედს, რომ აქ თქვენ ისევე გრძნობთ თავს შინ, როგორც თქვენს მშობლიურ შტატში. ოთხი ივლისი არის ამერიკის მტკიცე და ურყევი ღირებულებების ზეიმი, რომელთაგან უმთავრესია თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. სწორედ ამ ღირებულებებს იზიარებს და ემხრობა საქართველოც. ჩვენ სიამაყით ვაცხადებთ, რომ დღეს, როცა ამერიკა აღნიშნავს თავისი სახელმწიფოებრიობის 240-ე წლისთავს, ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატების სანდო გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი,“ - განაცხადა პრემიერმა.

 


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის განმავლობაში და სწორედ ამ მხარდაჭერის წყალობით ქვეყანა იქცა რეგიონში ეკონომიკურ ცენტრად, პროგრესისა და სტაბილურობის ჩირაღდნად.

 


სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებსა და გლობალური უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

 


„აპრილში აშშ-ში ჩემი ვიზიტის დროს, ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან ერთად განვიხილეთ საქართველოში შემდგომი პროგრესის უზრუნველყოფის გზები და მომდევნო 25 წლის განმავლობაში და შემდეგაც ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცების პერსპექტივები. სულ ახლახან ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარეს ერთობლივი წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“, რაც ცხადყოფს უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სიმტკიცეს. ამ ღონისძიების ფარგლებში წვრთნები ჩაუტარდა ქართველ მებრძოლთა ასეულს, რომელსაც წვლილი შეაქვს ნატოს რეაგირების ძალებში. ეს წვრთნები დაეხმარა საქართველოს ჩვენი ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ჩვენი ერთობა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ მიმართული ვერაგული ტერორისტული აქტების გათვალისწინებით. ჩვენ უნდა გამოვამჟღავნოთ ჩვენი მზადყოფნა და ურყევი გადაწყვეტილება, დავდგეთ ერთად ტერორიზმსა და გლობალური უსაფრთხოების წინაშე მდგარ სხვა საფრთხეებთან ბრძოლაში,“ - აღნიშნა პრემიერმა.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოებრიობის 240-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას, რომელსაც მასპინძლობას ამერიკის ელჩი იან კელი უწევდა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატები, საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი