“მინდა გითხრათ, რომ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ჩვენ გავაკეთეთ სერიოზული ანალიზი და გამოვაქვეყნეთ. მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, საქართველოს ბიუჯეტს არც 2014 წლის ბოლოს და არც, მითუმეტეს, 2015 წლის დასაწყისში ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენა არ ჰქონია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ხდება ის პროცესები, რომელიც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს.
„უნდა აღინიშნოს ძალიან ცალსახად, რომ ქართული ვალუტის პოზიციების დათმობა არის გაცილებით უფრო ნაკლები, ვიდრე არის ჩვენს მეზობელ, და არა მარტო მეზობელ ქვეყნებში”, – განაცხადა ხადურმა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 დოლარის შეძენა 2,0311 ლარად არის შესაძლებელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.