შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დაახლოებით 400 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პირველ სესიაზე უნდა გამოცხადებულიყო 9 300-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა აქედან დაახლოებით 400 გამოცდაზე არ მისულა, 5-მა აბიტურიენტმა კი დააგვიანა და ისინი საგამოცდო პროცესს გამოეთიშნენ.
„რაც შეეხება დასწრებას, დაახლოებით 5 პროცენტი არ გამოცხადდა გამოცდაზე და სამწუხაროდ, გვაქვს დაგვიანების შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტს საგამოცდო ცენტრი აერია. აქედან გამომდინარე, მისთვის განკუთვნილ საგამოცდო ცენტრში დროულად ვერ გამოცხადდა და არ დაიშვნენ გამოცდაზე, ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა ხუთია“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. აპლიკანტების რეგისტრაცია 08:00 საათზე, საგამოცდო პროცესი კი, 09:00 საათზე დაიწყო.
წელს პირველად, გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის და არა პასუხების ფურცლის ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს.
საქართველოს მასშტაბით 21 საგამოცდო ცენტრი მუშაობს, აქედან 9 თბილისშია.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 38 500 -ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 000 - მდე სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500 - ზე მეტი კანდიდატი; პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე 22 700 - ზე მეტი პედაგოგი.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.