ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: საკითხი არ დგას ისე, ექნება თუ არა საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაცია, ერთადერთი შეკითხვაა - როდის?
01-07-2016, 01:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რა თქმა უნდა, ვიცი, რომ საქართველოში უდიდესი მოლოდინია ვიზა-ლიბერალიზაციის მიმართ. მინდა ცალსახად გითხრათ, რომ ამ ძალიან დიდ და ხანგრძლივ პროცესში საქართველომ უდიდესი ნაბიჯები გადადგა წინ, - განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

 

"ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ თბილისში, საკითხი არ დგას ისე, იქნება თუ არა ვიზა-ლიბერალიზაცია, არამედ ერთადერთი საკითხია - როდის?”, - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 


შტაინმაიერმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია პრევენციული ზომების მიღებაც, რაც უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შემოღებას გულისხმობს.

 

 

”ჩვენ უნდა გვქონდეს განსაკუთრებული პრევენციული ზომები, რათა მექანიზმი ამოქმედდეს ქმედითად - იყოს შეჩერების მექანიზმი, რომელიც ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. მე ვფიქრობ, უახლოესი კვირების განმავლობაში დასრულდება ეს პროცესი. ყოველშემთხვევაში საკონსულტაციო პროცედურა გრძელდება”, - აღნიშნა შტაინმაიერმა.

 

 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს სამუშაო ვიზიტად დღეს ეწვია.

 


ვიზიტის ფარგლებში, შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

 

 

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა გერმანელი ბიზნესმენების მონაწილეობით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პირველი ვიცე პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

 

 

საქართველოში სამუშაო ვიზიტის პარალელურად, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნის ცერემონიალშიც მიიღებს მონაწილეობას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი